პოლიტიკა

„ოქტომბრის არჩევნებით კიდევ უფრო უნდა დავუახლოვდეთ ევროკავშირს“ - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი
1623399705
დაკოპირებულია

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ჩვენი საუბრის დროს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რაც მჭირდო ურთიერთობის დასტურია.

„ეს წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა, ჩვენ დავძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს უნდა დავივიწყოთ.

ასევე მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველოს შიდა პოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ჩვენი მთავარი იარაღია იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში.

ეს წელი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რაიმე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, ზაზა გახელაძე ამის სამწუხარო მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე დაათვალიერა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებას და ქვეყნებს შორის სტაბილურობას.

„ევროკავშირთან და ნატო-სთან მიმართებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გვაქვს წელს, ნატო-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველო-უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები. ასევე, მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.