მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოკუპანტი იჯდა საქართველოს პირველ სავარძელში და თქვენ მელია დასაჯეთ“ - თაკო ჩარკვიანი

პარტია კანონი და სამართლის ლიდეირ

„დამოუკიდებელი საქართველოს პირველ სავარძელში იჯდა ოკუპანტი გავრილოვი და თქვენ მიერ დასჯილი აღმოჩნდა ნიკანორ მელია, რომელიც უბრალოდ იცავდა დამოუკიდებლობას, როგორც მე და ყველა სხვა. ეს ნუ დაგვავიწყდება“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მისი თქმით, 20 ივნისი ერთგვარი რეფერენდუმი იყო, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ უსუსურ ხელისუფლებას უარი უთხრა.

„დავიწყოთ რაღაცნაირად ახალი ფურცლიდან, ასე ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. უშიშროება არ ჰყავდა ამ ქვეყანას, აქ რომ შემოდიოდა ოკუპანტი? არ გვყავდა უშიშროება? მაშინ ესეც პრობლემაა.

მე ვერ წარმომიდგენია, არ მინდა ვიფიქრო, რომ უკიდურესი ოპონენტიც კი, რომ შეიძლებოდა ვიღაც გამონაკლისი იყოს, ვინც შეიძლება შეეხოს საქართველოს დამოუკიდებლობას. გავრილოვის ღამე იყო მესამე რეფერენდუმი.

დაიტესტა ხალხი და ხალხმა ისევ თქვა, რომ არ სურს ისეთი უძლური და უსუსური ხელისუფლება, რომელიც ვერ მიხვდება, ისე ჩასვამს გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და თუ იცოდით, მაშინ უბრალოდ მავნებლები ყოფილხართ, რისი დაჯერებაც აქ არავის გვინდა, მე ვფიქრობ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

⭕ „თქვენ ვერ და არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ“- ლევან ხაბეიშვილი

⭕ „ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველზე დაჭენაობთ“ - სანიკიძე უმრავლესობას