მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოკუპაციის 100 წლის თავზეც კი არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე“ - კახა კალაძე

კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს

„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზეც კი ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც იწვევს ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემულობას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ პროცესში მთავარი პრობლემა რადიკალიზმია.

„ზოგადად, დიალოგსა და ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, ქვეყნისთვის, წინსვლისთვის, მომავლისთვის, არის რადიკალიზმი.

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი და არასწორია შეფასება, რომ ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება“ - ომბუდსმენი

პრემიერი: დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო

დიმიტრი ხუნდაძე: პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა, რადგან პრაქტიკულად არ არიან დაშავებულები