პოლიტიკა

„ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით“ - გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის
დამფუძნებელი
1627989677
დაკოპირებულია

„ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დღეს, ხობში რეგიონული ორგანიზაცია პარტიის წევრებთან ერთად გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენ ახლა დღეს რასაც ვაკეთებთ ეს არის ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხობში ვხსნით ჩვენს პირველ ოფისს, მაგრამ ახლა ამას ოფისსაც ვერ დავარქმევთ - ჩათვალეთ რომ ეს ჩვენი სახლი იქნება. სახლი იქნება იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს შეეძლოს აქ ყოველდღიურად თავისი პრობლემები, წინადადებები, ყველაფერი მოიტანოს აქ.

ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იქნება, რომლებიც ყველას და ყველაფერში მოგვეხმარება. ერთი რამ მინდა გვესმოდეს ყველას ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისთვის და პარტიას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვინმეს ვებრძოლოთ, არავის წინააღმდეგ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის და ამ კუთხის წინ წასაწევად.

ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ თუ ძლიერი სახელმწიფო არ ავაშენეთ არაფერი არ გამოგვივა, ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც ჩვენს ტრადიციებს ვერ დავიცავთ და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ - ახლა სამწუხაროდ, რაც ხდება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ეს ქაოსი, ეს ცირკი ჩვეულებრივი, სახელმწიფო სახელმწიფოს არ ჰგავს - ეს ყველას გვაზიანებს და აზიანებს რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას, ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის, დავიდარაბის გარეშე, როგორც ჩვენ შეგვეფერება, როგორც ქართველებს შეგვეფერება, როგორც ამ კუთხის შვილებს შეგვეფერება - დასახულ მიზნამდე უნდა მივიდეთ ისე, რომ ჩვენი ეროვნულობა გვახსოვდეს ყოველთვის, გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, გვახსოვდეს საქართველომ დამოუკიდებლობა როდის მოიპოვა, რანაირად დაიბრუნა, ვინ იყო მაშინ ამ საქმის სათავეში, როგორ დაიწყო მაშინ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და რა მოხდა.

ერთხელ შეცდომა დავუშვით არჩეული პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და მერე 30 წელი გავიდა და ვერ შევძელით ნორმალური ქვეყნის აშენება. ახლა უნდა მივხვდეთ და ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ, ის რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ეს არის ჩვენი მიზანი და ყველას უნდა გვესმოდეს რომ, ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა - ვერც ჩვენ კულტურას, ვერც ჩვენ რელიგიას, ვერც ჩვენ ბავშვებს, ვერც ჩვენ ახალგაზრდობას ვერავინ ვერ დაიცავს. ამისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი , ამიტომ ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ, ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში და ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ყველა შემდგომ არჩევნებში“, - აღნიშნა გახარია.

პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გაძლიერდეს ხობის მუნიციპალიტეტი , სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა.

„ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ვინც რა არ უნდა გვეძახოს და როგორც არ უნდა გაგვლანძღოს, ჩვენ იმხელა მიზანი გვაქვს, რომ ეს მიზანი ღირს და ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამას ყველაფერს მოვითმენთ. გზას მივცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან რაც მთავარია ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით. არ შეიძლება ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უღირსი საქციელით. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს აშენებდნენ კორუფციონერები. და არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს აშენებდნენ არაპროფესიონალები.

ამიტომ ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, ეს არის, რაზედაც იქნება დაფუძნებული თითოეული ჩვენი ნაბიჯი, ქმედება და თითოეული ადამიანი, რომელიც იქნება აქ, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს. ამიტომ, ახლა ხომ მუნიციპალური არჩევნებია. თითოეული ადამიანი უნდა აირჩიოთ თქვენ და ამ თითოეულმა ადამიანმა ერთ კვირაში უნდა მოვიდნენ და გითხრან ხობის ბიუჯეტი როგორ გაიზრდება, ბიუჯეტში რაც თანხაც შევა, როგორ დაიხარჯება. როგორ არ იქნება ერთი და იგივე საქმის ათჯერ კეთება, როგორ არ იქნება კორუფცია და უბედურება და როგორ იქნება გზა გახსნილი კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ახალგაზრდებისთვის. ეს არის და ეს.

როგორც კი, ეს სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას, ჩათვალეთ, რომ ათ დღეში ერთხელ მე აქ ვიქნები, საზეიმო მდგომარეობაში კი არა, სამუშაო მდგომარეობაში - ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ვინ იქნება სიაში, ვინ იქნება მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, სხვანაირად არაფერი გამოვა. მარტო ვერც მე და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ერთმანეთს თუ არ დავუდექით გვერდზე, არაფერი არ გამოვა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გავაძლიეროთ,ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა. ეს არის მიზანი და დანარჩენი ყველაფერი, მერწმუნეთ, რომ წარმავალია.

ერთგულება არსებობს ქვეყნის, სამშობლოს, რელიგიის, რწმენის და კულტურის. ამიტომ, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ამ გზას, რომელსაც ახლა ჩვენ ვადგებით, რა თქმა უნდა, გავიყვანთ ბოლოში აი, ამ პატარა ბავშვების საბედნიეროდ. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერმა სახელმწიფომ შეძლოს, დაიცვას ჩვენი ეკლესია, ჩვენი კულტურაც და ეს პატარა ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, რომლებსაც ღირსეული მედიცინა და ღირსეული პენსია და ღირსეული ცხოვრება სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ რეიტინგებს ადარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ორი განსხვავება იპოვოს.

1632686117

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

1632686005

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

1632685917

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

1632685109
თბილისის მერი კახა კალაძე

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარ...

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი...

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი დემეტრე მეორეს, გვანცა დედოფლისა და არტუანის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

არჩევნები გერმანიაში - ეგზიტპოლების თანა...

გერმანიაში დღეს ფედერაციული არჩევნები ჩატარდა.

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაც...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.