მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიცია მმართველი გუნდისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება

ალეკო ალეისაშვილი ელჩის რეზიდენციასთან

„სწორედ იმას ველოდები, რომ თალაკვაძე ისეთ გონივრულ, კომპრომისულ, რამეს შემოგვთავაზებს, რაც პროტესტს შეაჩერებს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მეორე რაუნდში კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხმების გადათვლის ინიციატივაზე დათანხმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერები და არჩილ თალაკვაძე ამ წუთებში კელი დეგნანის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებიან. შეხვედრას, ასევე, ესწრება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

👉 მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გააცნეს და მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

👉 პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრას პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერები მორიგ შეხვედრას მართავენ

👉 დავით უსუფაშვილი: შეთანხმება პარლამენტის შეკრებამდე უნდა მოხდეს

👉 „პარლამენტში შესვლა-არშესვლა უკვე მორალური ამბავი გახდა“