პოლიტიკა

„ოპოზიციამ დიდი ხანია ადეკვატურობის შეგრძნება დაკარგა“ - დავით ჩიხელიძე

ჩიხელიძე: გუშინ, ოპოზიციამ
კიდევ ერთხელ ესროლა
ტალახი საზოგადოების
ღირსეულ წარმომადგენლებს
1634204526
დაკოპირებულია

„ოპოზიციამ დიდი ხანია ადეკვატურობის შეგრძნება დაკარგა, უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარებული არჩევნების მიუხედავად მათ არ სურთ რეალობის აღიარება, ამომრჩეველს კვლავ სიცრუეში აცხოვრებენ“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

„არჩევნები არ არის მარტივი სფერო და მასზე საუბარი გარკვეულ კომპეტენციას მოითხოვს, კომპეტენციას, რომელიც სამწუხაროდ ელენე ხოშტარიას და ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს. ის შესაძლოა, ძლიერია ნაგვის მანქანაზე ასვლაში და ხულიგნობაში, რაც პოლიტიკოსს არ ეკადრება, მაგრამ საარჩევნო საკითხებში მეტად არაკომპეტენტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო განცხადებას არ გააკეთებდა.

კერძოდ, როგორც მან განაცხადა „პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილი უბნებზე და არ მივცემთ გამყალბებელ კომისიის წევრებს ხმების მოპარვის საშუალებას“.

1. რას ნიშნავს, პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილი უბნებზე, ეს ხომ საარჩევნო კოდექსის დარღვევაა?

2. რას ნიშნავს გამყალბებელი კომისიის წევრები? ქალბატონო ელენე, უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ გსმენიათ? თქვენ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ცილს სწამებთ და მათ შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებთ, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა. აღნიშნული ხოშტარიას განცხადების იურიდიული მხარეა, რაც შეეხება მორალურ მხარეს, ძნელია ადამიანს იმის შესახებ ესაუბრო, რაც არ აქვს, რისი არსებობაც მასში ეჭვს იწვევს და ვერ წარმოუდგენია, ხოშტარიასთვის ასეთი სინდისი და მორალია. არ ინერვიულო, ელენე, სინდისი არ დაგიკარგავს, რადგან ის არასდროს გქონია... მისი განცხადებაში ასეთი ქვეტექსტი იკითხება, მერე რა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ გვაქვს, სამაგიეროდ შეგვიძლია მოვაწყოთ პროვოკაციები, შევიჭრათ უბნებზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ კომისიის წევრებს (რომელთაგან 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია), ავაგოროთ კამპანია, თითქოს არჩევნები ყალბდება, (მერე რა, რომ 812 უბანი გადაითვალა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს) და ა.შ. საბედნიეროდ არჩევნებს ხალხი იგებს და არა უსინდისო პოლიტიკოსთა ავანტიურული ნაბიჯები, აღნიშნულიდან გამომდინარე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე მარცხი მოჰყვება“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

სააკაშვილი უკრაინულ
გაზეთს პასუხობს

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ, თვითონ ამოვალაგე...

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები - პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

1634412996

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, მუშა დაშავდა, რომელიც 16 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1634412630

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

1634409865

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

1634405135
დედის რძეში კორონავირუის
შემდეგ ანტისხეულები 10
თვის განმავლობაში რჩება

დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები...

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულები დედის რძეში სულ მცირე ათი თვის განმავლობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

1634404573
ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას!” - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას.

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორ...

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.