მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, მათი პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანი გახდება - დავით ჩიხელიძე

ჩიხელიძე: გუშინ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების  ღირსეულ წარმომადგენლებს

„ხელშეკრულების ანულირების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო საერთაშორისო პარტნიორების არასასურველი შეფასებები, რაც ძირითადად, ინფორმაციის არასწორ მიწოდებას და არასწორ მოლოდინებს უკავშირდება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც მას ქართველმა ხალხმა დააკისრა.

„ქართველებზე უკეთ არავინ იცის რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად შორიდან საუბარი ყოველთვის მარტივია, ადვილია იყო ბრძენი სხვის ომში.... რეალობა არის, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც მას ქართველმა ხალხმა დააკისრა, ის არ გაურბის პასუხისმგებლობას, ცდილობს გაატაროს რეფორმები, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, დახვეწს სასამართლო სისტემას და ა.შ.

არ დაგვავიწყდეს, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ადამიანის უფლებების და თავისუფლების ფასადური დაცვიდან, რეალურ დაცვაზე გადასვლა. ის რომ დღეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებით ვსარგებლობთ, არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენთვის 9 წლის წინ წარმოუდგენელი მიზანი იყო. საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაითავისონ საქართველოს რეალობა და ის თუ რა ძალები არიან ოპოზიციაში. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ოპოზიციის მსხვილ მოთამაშეს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, რაც ნიშნავს რომ ხელშეკრულება უკვე საწყის ეტაპზე იყო არასრულყოფილი და მისი შესრულება მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება იყო და არა ვალდებულება. სამწუხაროდ შეუძლებელია, ოპოზიციის ხელში, რომელთა მთავარ მიზანს ქვეყნის გაჩერება წარმოადგენს, წინსვლაზე იფიქრო. ოპოზიციის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება და მმართველ გუნდთან პარლამენტში ოპონირება რჩება. ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, მათი პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანი გახდება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.