მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორმა კაცმა დანარჩენ ოპოზიციას ჩავუტარეთ“ - ელისაშვილი

ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არეულ-დარეულობაა და მისი ერთიანობა ბლეფია.

„ოპოზიციაში როგორი არეულ-დარეულობაა ხომ ხედავთ. ოპოზიციის ერთიანობა არის ბლეფი. ჩვენთან მიმართებით ყოველთვის ბლეფი იყო, იმიტომ რომ სადაც დავდექი ყველგან ყოველთვის კანდიდატები დამიყენეს. ჩვენთან მიმართებით იყო, როგორ რუსები იტყვიან „პადნოშკები“. პირადად მე მიდებდნენ „პადნოშკებს“.

ვისაც არ დაეზარა ყველა ჩემს კანიდიდატად დადგა ოპოზიციის მხრიდან. ყოველთვის ყველა ცდილობდა, რომ ჩვენთვის ფეხი დაედო. ასე რომ ბლეფია, ვითომ ოპოზიციის ერთიანობა. რა ერთიანობა. ყველა ერთმანეთის დაჭმაზეა. 4 თვე ჯოჯოხეთი გამოგვატარეს და ვისაც რა ბინძური ფანტაზია ჰქონდა ტვინში, ყველაფერს გვაბრალებდნენ. ჩვენ ვიცოდით სადაც მივდიოდით და შუბლით გავანგრიეთ“, - განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დეპუტატის თქმით, პატარა პარტიამ „საქართველოს სიყვარულის და პოლიტიკური პრაგმატიზმის მასტერკლასი“ ჩაატარა, თუმცა ამის აღიარება დანარჩენ ოპოზიციას არ უნდა.

„გუგავა რომ იჯდა ეთერში და იჭინთებოდა მანდ. დანარჩენები კიდევ გადმოცვენაზე, რომ ჰქონდათ თვალები. დუჟი ერეოდათ ისეთ სიბინძურეებს გვკადრებდნენ და გვაბრალებდნენ. კონკრეტულ თანხებს იძახდნენ და გვაბრალებდნენ, რომ თურმე ავიღეთ. უფიქრიათ ჩემი ოჯახის წევრები როგორ აღიქვამდნენ ამას, ჩემი მშობლები, ფეისბუკი გავუთიშე ჩემს შვილებს და ცოლს ის ჭუჭყი, რომ არ მოესმინათ რაც ჩვენი მისამართით ისმოდა. ჩამომართვით ამპარტავნებაში, არ დავღლილვარ. ხომ ყველამ დაინახა, რომ სწორი და მართლები ვიყავით. ასე ვიქნებით ყველა საკითხთან დაკავშირებით.

ყველამ ხომ ნახა, რომ ჩვენ ჩავუტარეთ დანარჩენ ოპოზიციას, ჩვენ ორმა კაცმა და ერთმა პატარა პარტიამ. საქართველოს სიყვარულის და პოლიტიკური პრაგმატიზმის მასტერკლასი, ამის აღიარება არ უნდათ, აი ეს ჩავუტარეთ ყველას. კარგად ნახონ ჩვენ, ორმა კაცმა როგორ შევცვალეთ პოლიტიკური მოცემულობა“, - აცხადებს ელისაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „ყოველ 26 მაისს გამოიტანენ პლასტმასის ბუტაფორიას, დადებენ და არის დათქმა, რომ „აი ახლა დაიწყება წარმოება“ - ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს

🔴 „ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“ - ელისაშვილი