პოლიტიკა

პანდემიის გამოწვევების მიუხედავად საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში წამყვანი პოზიციები შეინარჩუნა - ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირი საზღვარს
ხსნის
1612890465
დაკოპირებულია

ევროკავშირის ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის შრომითი უფლებების გაძლიერება - შრომის კოდექსში განხორციელდა არსებითი ცვლილებები, რომელიც დასაქმებულის დაცვის მთელ რიგ მექანიზმებს ამკვიდრებს და ასევე იცავს დისკრიმინაციისგან. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა შრომის ინსპექციის სამსახურის შესახებ კანონში, რითიც სამსახურს გაუფართოვდა უფლებამოსილება და მიენიჭა მეტი დამოუკიდებლობა, უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვა - ანგარიში აღიარებს ქვეყნის ძალისხმევას უვიზო რეჟიმის მოთხოვნების შესრულების კუთხით, რასაც ადასტურებს ასევე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი რიგით მესამე (VLAP) ანგარიში, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსი შევიდა ძალაში და ქმედითია, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად, გადაიდგა შემდგომი ნაბიჯები საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის წარმოების საფუძველს ქმნის.

„პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ფისკალური გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირის ანგარიში აღიარებს, რომ საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის მსოფლიო ბანკის თანახმად ბიზნეს გარემოს მხრივ ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის და ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. ანგარიში მიესალმება ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის სახეობების გაფართოებას, კერძოდ ხაზგასმულია, რომ ევროკომისიამ 2020 წლის შემოდგომაზე ბაზარზე დაუშვა საქართველოში წარმოებული ცხოველის საკვები და მიმდინარეობს მუშაობა აკვაკულტურის აღიარებაზე.

პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის ღონისძიებები და ინიციატივები, განსაკუთრებით კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში.

ანგარიში ასევე დადებითად აფასებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკას და ხაზს უსვამს ისეთ საკანონმდებლო ნაბიჯებს, როგორიცაა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, სახელმწიფო შესყიდვებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კანონმდებლობაში; ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; ენერგოეფეტურობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს და სხვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში უაღრესად დადებითად აფასებს ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირის ისეთ პროგრამებში როგორიცაა ერასმუს+, შემოქმედებითი ევროპა და ჰორიზონტი 2020, ასევე მიესალმება ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროკავშირის სააგენტოებთან: Frontex, Europol და Eurojust.

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს მიეძღვნა წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

1632156201

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას.

1632155716

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“ .

1632155582

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

1632155118
კინორეჟისორი გოგა
ხაინდავა შალვა
ნათელაშვილის ფანჩატურის
გაერთიანებას კრიმინალურს
უწოდებს.

„ვიკილიქსის“ ეპოქაში არაფერი უნდა გვიკვირდეს,...

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

პაატა ბაირახტარი გიორგი ვაშაძეს: პოპულიზ...

„პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ვიდეორგოლს, რომელშიც საპენსიო სესხებზეა საუბარი.

წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 20 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბაქოში სიძემ სიდედრსა და სიმამრს ცეცხლი...

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ახალგაზრდა კაცმა სიდედრს და სიმამრს ცეცხლი მოუკიდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.