მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს“ - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება.

„ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობის შესწავლა და უახლოეს დღეებში რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე თვეა აქტიურად აპროტესტებს.

მშენებლობის შეჩერებისა და ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში საპროტესტო ანქცია 28 თებერვალს გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მიწისძვრის დროსაც კი დამბის გარღვევა გამორიცხულია“ - ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“

პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს „ნამახვანჰესის“ საკითხზე რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა

„კითხვა - უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა“ - ჯაფარიძე ნამახვანის ჰესის მშენებლობაზე