პოლიტიკა

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

დღეს პარლამენტი სახალხო
დამცველის ანგარიშს
მოუსმენს
1624450415
დაკოპირებულია

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

უწყების ცნობით, კანონპროექტით რეგულირდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი.

„კანონპროექტის მიღებით, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა.

გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

ამავე ცნობით, კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, რომლის თანახმად, თუ ობიექტი 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ორგანოს, წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როს შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო დაიწყებს განხილვის 6-თვიან პროცედურას.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

1627629525

კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესასვლელად 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1627629452

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე, ჟურნალისტი ჰუსეინ ბახიკანოვი გარდაიცვალა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

1627629364

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.გ-ს და გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1627629217
კორონავირუსი

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 25 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 1561 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1627628198
30 ივლისს ნაძალადევის რაიონში ელექტრომომ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონ...

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგ...

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.