მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტი თამაშის ადგილი არ არის“ - სოზარ სუბარი

სუბარი ბრიფინგზე

პარლამენტი არ არის თამაშის ადგილი და საპარლამენტო კომისია არ არის თამაშის ადგილი. საპარლამენტო კომისიის შექმნას მე მხარს დავუჭერდი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ამნისტიაზე უნდა ვთქვათ უარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„პარლამენტი არ არის თამაშის ადგილი და საპარლამენტო კომისია არ არის თამაშის ადგილი. საპარლამენტო კომისიის შექმნას მე მხარს დავუჭერდი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ამნისტიაზე უნდა ვთქვათ უარი.

შევქმნათ საპარლამენტო კომისია იმისთვის, რომ შემდეგ ვუთხრათ ვინმეს, შენ რა ცუდად მოქცეულხარ თურმე, დანაშაული ჩაგიდენია და კუთხეში დადექიო, ეს არასერიოზულია და ეს არის თამაში მანდატებით.

მაგრამ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვენდობით პროკურატურას, გამოვიძიოთ და ქართველმა ხალხმა პირდაპირ ეთერში ნახოს, ვის რა დანაშაული მიუძღვის, მე მხარს დავუჭერ ამას, მაგრამ მაშინ მოგვიწევს ამნისტიაზე თუ მუდმივად არა, დროებით მაინც უარის თქმა.

ამ შემთხვევაში, ლელოს ვთხოვდი, რომ შეეთანხმებინა ეს მედიატორებთან და თუ ისინი იტყვიან რომ მხარს უჭერენ ამას, მერე მხარს დავუჭერდი მე პირადად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.