მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა - გიორგი ვოლსკი

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა, პარლამენტის ფუნქციაში შედის, მისცეს საშუალება სასამართლო ორგანოს გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა გირაოს პირობები ნიკა მელიამ, ამის შემდეგ იქნება განხილვა, რომელიც ეხება მის ბრალეულობას, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პოზიცია, რომელიც „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების მიერაა გამოხატული, პირდაპირ უპირისპირდება საერთოდ სახელმწიფოს მოწყობის და მისი არსებობის რეალობას. ჩვენ ან უნდა ავყვეთ იმას, რასაც ნიკანორ მელია ამბობს და ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ჩაანაცვლა „ნაცმოძრაობამ“ და მათმა დესტრუქციულმა ქმედებებმა, ან უნდა მივცეთ სასამართლოს საშუალება, განიხილოს რამდენად მართებულია ნიკანორ მელიას მოქმედებები, არღვევს თუ არა იგი გირაოს პირობებს და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.