მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მეტეხის ეზოში შეიკრიბება

მეტეხის ეზო

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც პარლამენტში მოხვდა, მეტეხის ეზოში შეიკრიბება და საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვის. ამის დასადასტურებლად კი, შესაბამის დოკუმენტს მოაწერს ხელს.

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც პირველი სხდომის პარალელურად გაიმართება. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, შეიკრიბება მეტეხთან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს.

გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით გასული არიან პარლამენტში, ყველა დაწერს განცხადებას, მანდატების დატოვების შესახებ. პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია“,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 8 ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი გადალახა. თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

რა გეგმები აქვს ოპოზიციას პარლამენტის შეკრების დღეს?

როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?