პოლიტიკა

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის შენობა
1592906718
დაკოპირებულია

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებებს მხარი 115-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 3 დეპუტატი წავიდა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

შეგახსენებთ, გასულ წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო. პირველი მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი 21 ივნისს დაუჭირა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ქართველი ჩოგბურთელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

1634537371

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

1634537903

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში წყალდიდობას და მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC იუწყება.

1634537869

„აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

1634537262

„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა.

1634536804
ლოიდ ოსტინი

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალ...

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგ...

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

კახა კალაძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინა...

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნამდვილად არ მიხარია ვინმეს ციხეში გამო...

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.