მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის შენობა

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებებს მხარი 115-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 3 დეპუტატი წავიდა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

შეგახსენებთ, გასულ წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო. პირველი მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი 21 ივნისს დაუჭირა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.