მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი დარეგისტრირდა

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა. ამნისტიის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში შალვა შავგულიძემ დაარეგისტრირა.

დოკუმენტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამნისტია არ უნდა შეეხოთ თანამდებობის პირებს, ვინც 20-21 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება გასცა და სამართალდამცველებს, ვინც აქციაზე ძალაუფლებას გადაამეტა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია პარლამენტში 27 აპრილს დაარეგისტრირა.

ინფორმაციისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონის ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მთავარია ამნისტია არ გავრცელდეს მათზე, ვინც ხალხს ასახიჩრებდა“ - ალეკო ელისაშვილი

ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული - შალვა პაპუაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირა