მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტში საქმის საკეთებლად შევდივართ“ - რომან გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ და საქმის საკეთებლად შედის.

რომან გოცირიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში დღესვე იწყებს მუშაობას:

„რაც უფრო მალე ჩამოყალიბდება ახალი კოალიციური ხელისუფლება, მით უფრო მეტად ექნება ჩვენს მოქალაქეებს შანსი, გაიუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანა წავიდეს წინ.

ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ დღესვე ვიწყებთ მუშაობას. სხდომათა დარბაზში შევალთ, ავიღებთ კანონპროექტებს და ყველა კანონზე, სადაც არის კარგი ინიციატივა დავუჭერთ მხარს, თუ კი იქნება ცუდი მის დაბლოკვას შევეცდებით. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია.

ორმაგი ფუნქცია გვქონდა, ერთხელ - მივცეთ იდეები, ვუბიძგოთ და მეორე - ხელისუფლების მიერ წამოწყებული ცუდი ინიციატივები დავბლოკოთ. ჩვენ სამუშაოდ შემოვედით, საქმის საკეთებლად შემოვედით“, - განაცხადა გოცირიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ წევრები პარლამენტში მივიდნენ, მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

ამავე თემაზე:

🔴 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ (ვიდეო)

🔴 „ამ ქვეყანაში უფრო მეტია ისეთი ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას ადამიანებს შორის“- ვახო მეგრელიშვილი

🔴 იყო თუ არა ნიკა მელია პოლიტპატიმარი, კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით