მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარტია ხალხისთვის“ არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე

„პარტია ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში არცერთი პარტიის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

მისი თქმით, საკუთარ ელექტორატს მისცემს არჩევანის თავისუფლების უფლებას.

„პარტია ხალხისთვის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში“- გიორგი გახარია

👉 ვის დაუჭერს მხარს გახარიას გუნდი? - კახა ქემოკლიძის პოზიცია

👉 „ლელო“ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს