მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარტნიორებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩვენი ადვოკატირება უკეთესად მოახდინონ“ - მეგრელიშვილი ნატო-ს სამიტის შესახებ

ვახო მეგრელიშვილი

დღეს ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იმიტომ არ არის მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე, რადგან სამიტი შემჭიდროებული შემადგენლობით იმართება.

„ამ სამიტზე არ ვიყავით მიწვეულები, მაგრამ რეალურად ახსნა იყო ამისი რომ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი პირველად ესწრება ამ ნატოს სამიტს, ის ყოველთვის შემჭიდროებული შემადგენლობით ტარდება და საქართველო ამიტომ არ ესწრება ამ სამიტს.

თუმცა, ჩვენი საკითხის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი თვალსაზრისით, პარტნიორებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩვენი ადვოკატირება მოახდინონ უკეთესად“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისათვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

იხილეთ აგრეთვე:

✅დღეს ნატო-ს სამიტზე, ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება

✅პრემიერი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი