მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათი კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს“ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებს გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული ადამიანების ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს.

„არასოდეს ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევითი ორგანიზაციების კვლევებს. აქვე მინდა დავადასტურო, რომ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული ადამიანების ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს.

ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, - აცხადებს პრემიერი.

ამავე თემაზე:

🔴 „ქართული ოცნება“ - 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ 14% - IRI-ს კვლევა

🔴 IRI-ს კვლევებს უტარებს ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის მანიპულირებაში მხილებული - ირაკლი ქადაგიშვილი