მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პერსონალურ წყენებზე მაღლა უნდა დადგნენ ყველა, იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენაზე და ცივილიზებული სამყაროს ნაწილად დარჩენაზეა აქ საუბარი“ - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

„რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“, გასაგებია ვის ხელშია ქვეყანა. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დამყარება, სამართლიანობის აღდგენა რომ უნდოდეთ, მეათე წელია ხელისუფლებაში არიან და ყველაფრის თავის ადგილზე დალაგება შესაძლებელი იყო“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ამაზე ლაპარაკი არ არის და როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ყველამ ქვეყნის გადარჩენის საკითხი უნდა დააყენოს პირად წყენაზე მაღლა.

„აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ახლა რაც ხდება, მმართველ პარტიას გაუვა და შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას, ჩვენ ცივილიზებული სამყაროდან საერთოდ მოწყვეტილები ვიქნებით.

ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ ადვოკატი არ შეუშვას პატიმართან, ის არ გადაიყვანოს საავადმყოფოში, მეგობარ სახელმწიფოში მოღვაწე ჟურნალისტი გააბრუნოს უკან, ქვეყანა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს - მისცემენ თუ არა თავდაცვის ნორმალურ საშუალებას ყოფილ პრეზიდენტს. ხალხს ვეკითხები: თქვენ ან რომელიმე ახლობელი რომ დაგიჭირონ, დაგჭირდეთ დახმარება და ბიძინა გაბრაზებული იყოს თქვენზე - ისე მოკვდებით იმ ციხეში, რომ კაცი - პატრონი მომკითხავი არ იქნება.

აქ არის ქვეყნისათვის ეგზისტენციალური პრობლემა. პერსონალურ წყენებზე მაღლა უნდა დადგნენ ყველა, იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენაზე და ცივილიზებული სამყაროს ნაწილად დარჩენაზეა აქ საუბარი და არა იმაზე, ვინ ვისზეა გაბრაზებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მივმართავ ივანიშვილს“ - სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

„სააკაშვილი ციხეში ხელისუფლებისთვის უფრო მეტი საფრთხეა“ - ნინო ბურჯანაძე

✅„სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომ შეაკვდება, აკვდება ფაქტობრივად ბრძოლას“ - თაკო ჩარკვიანი

✅„საერთოდ რამეს როგორ გვიშლით კორონა არგუმენტით?“ - იაგო ხვიჩია