მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობდი წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ მეთქი, ზაფხულია, გავერთობოდით“ - იაგო ხვიჩია ენმ-ზე

გირჩის წევრი 2020

პარტია„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ენმ-ის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით იხუმრა და განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ვფიქრობდი, რომ წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით.

მაგრამ მერე გადავიფიქრე, პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას მეთქი, ვიფიქრე. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, რომელზეც გადაწყდება შევლენ თუ არა პარტიის დეპუტატები პარლამენტში.