მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა“ - სააკაშვილი მეუფე იაკობს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი Pia.ge

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

ყოფილი პრეზიდენტი ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებას უპრეცედენტოდ სამარცხვინოს უწოდებს:

„ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა „მეუფე“. იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად, ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას,“ - წერს სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, მეუფე იაკობმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ივანიშვილმა აჯობა სააკაშვილს და ქვეყნიდან გააქცია“.

მეუფე იაკობის თქმით, „ნაციონალებმა“ თავიანთი საქმე ძალიან ცუდად წაიყვანეს.

„უბრალოდ ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან ისე გააქცია, მოვდივარო და ვისაც გჯერათ, შეგიძლიათ დაპატიჟოთ. საქართველოს ვიზა გაუგზავნეთ“, - აღნიშნა მეუფემ.