მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველი რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ დეგნანს“ - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტების ლიდერი

„პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ დეგნანს“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილს პარლამენტში შესვლა თავიდანვე სურდათ და მზად იყვნენ ხელი პირველივე შემოთავაზებულ დოკუმენტზე მოეწერათ.

„უკვე საფრთხობელა ვიყავი იმ მოლაპარაკებებზე და ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, რადგან, როგორც კი წავიდოდა საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში შედით და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, მაშინვე ვდგებოდი და რაიმე იმისთანას ვამბობდი, რომ ჩაიშლებოდა ეს გეგმები.

საბოლოო ჯამში, იქამდე მივიდნენ, რომ რამდენიმე შეხვედრაზე გამომტოვეს. უჩემოდ დაწერეს დოკუმენტი და პოსტფაქტუმ დამახვედრეს. როგორც კი დავინახე, რომ ამაზე ხელმოწერის საფრთხე უკვე რეალური იყო 17 მარტს, დემარში გავაკეთე, რამაც ეს გეგმა ჩააგდო“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ყველა პარტიას თავისი ინტერესი ამოძრავებს.

„ვინც ახლა მოაწერა ხელი, პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდა პარლამენტში შესვლის. იმიტომ, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საქმის, რადგან ისინი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან, ვერც გაამტყუნებ, იმ „გირჩს“ სად უფრო კარგად გააბოლოს და დათესოს მარიხუანა და ა.შ.“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

აბა, რა შედეგებს ელოდით მისი ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

„ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ თხოვნით მივმართე“ - სალომე სამადაშვილი

კელი დეგნანი: მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა