მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველობას არ თმობს ბოკერია ღალატის ხარისხში, სადღაც ხომ უნდა იყოს პირველი და აქ ნამდვილად პირველია - თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი კენჭს საბურთალოზე იყრის

„თუ არჩევნების მეორე ტურის მოგება გინდა, ზუსტად იმიტომ უნდა მღელვარებდეს რუსთაველი, რაოდენობრივად უნდა დაენახვო და უჩვენო, რომ არ გააყალბებინებ არჩევნებს“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ელექტორატი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთოა, ხოლო ოპოზიციის დანარჩენ წევრებზე საუბრისას აცხადებს, რომ მათი მხრიდან „სიბეცეა“, რადგან მათი ნაწილი 14 ოქტომბრის აქციაზე არ აპირებენ მისვლას.

„რატომ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური სტრატეგიულობით გამოირჩევიან, რაში ატყობთ?! ავიღოთ ბოკერია, სულ მესმოდა მითი მის შესახებ და რამდენჯერმე ჩავავლე, რომ მითია, თითქოს რაღაც ჭკუა აქვს, რა ჭკუა, კაცმა იარა, იარა, იარა, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მერე თავზე ჩამოილეწა პარტია ვიღაცის ჯიბრით, ახლა განულებულია, რაღაც 1% აქვს, აბა მითხარით, ჭკუა სად არის?!

რომ ამბობენ, 30 წელია პოლიტიკაში ვართო, მერე 30 წელიწადია კარგად ვართ? ე.ი. რაღაც არ არის დიდი ჭკუა ამათი, თუ 30 წელია წუმპეში ვართ.

რაც შეეხება სააკაშვილს, უკრაინიდან კაცი ზრდის თავის პარტიის პროცენტს. არ გინდა, რომ დაიჭირო ხელში ეს პარტია და მერე კიდევ მზარდი გახადო რეიტინგი? ე.ი. აქვს ამ კაცს ამისი უნარი.

ერთი იყო და მესამე ძალა დაირქვა, გული მწყდება გიორგიზე ძალიან. ალეკო ელისაშვილი რა თემაა პოლიტიკაში? გულწრფელად მინდა, რომ ღალატის უმაღლესი ხარისხის მქონე ბოკერიამ ილაპარაკოს მაინც, ვიდრე ელისაშვილმა. ამ დროს, პირველობას არ თმობს ბოკერია ღალატის ხარისხში - სადღაც ხომ უნდა იყოს პირველი და აქ ნამდვილად პირველია. გამზადებულია ეს ქვეყანა ლანგარზე გადასაცემად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მან, ასევე, ნიკა მელიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან და დარწმუნებულია, რომ ხვალ ნიკა გამოცდას ჩააბარებს.

„ზოგადად გამოცდას პოლიტიკოსები აბარებენ ხალხთან და ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ნიკა მელია ამ გამოცდას ასიანზე ჩააბარებს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს 18:00 საათზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რაც განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ“ - მელია 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს

✅„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

✅უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - თინა ხიდაშელი (ვიდეო)