მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკოსებმა ხმალი უნდა აიღონ და 9 თავიან ურჩხულს წააგდებინონ პუტინოიდური თავი“ - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„გუშინ მესამე ოლიგარქიულმა უმრავლესობამ მოსმენით მიიღო მიიღო კანონი და აკრძალა „ლეიბორისტული“ პარტია. ეს მოხდა იქ შესული ოპოზიციის მდუმარების ფონზე, ეს იყო პასუხი დემოკრატიის წინააღმდეგ, განვითარების ჩასაქოთად და გასანადგურებლად“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის თქმით, საზოგადოების ყველაზე კარგი პასუხი „პოლიტიკურ ვანდალიზმზე“ შემოდგომაზე იქნება ის, რომ ყველა მხარს დაუჭერს სისტემის მთავარ მტერს „ლეიბორიტულ პარტიას,“ პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს იქნება ამ ხელისუფლებისთვის ვერდიქტი და განაჩენი.

„მე მივმართავ აშშ-ს და ევროპის კავშირს ან იყავით ჩვენი მოკავშირეები, ან ჩავთვლით რომ ხართ რუსი ოლიგარქის მოკავშირენი. დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, რომლებიც ამ გზით უფსკრულისკენ მიაქანებენ ქვეყანას. მოვუწოდებ პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას - გამოდით უკან! დავტოვოთ რეჟიმი მარტო ისეთი, როგორიც არის და მისი საქმე იქნება დამთავრებული.

ასეთი მნია-მნიათი, მორჩილებითა და არაპრინციპული პოზიციით რას ჰქვია პარტიას კრძალავენ და ოპოზიცია ამაზე განცხადებას არ აკეთებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ხმალი უნდა აიღონ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად და 9 თავიან ურჩხულს წააგდებინონ პუტინოიდური თავი.

ნახევრად ოპოზიციონერობით და მნია-მნიათი ვღუპავთ საკუთარ ქვეყანას. უნდა ვიცოდეთ, რომ, ჩვენი შვილებია, მომავალია, ქვეყანაა მთავარი “, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საქმე უკვე აღძრულია და გახარიას არჩევნებამდე დაიჭერენ“ - შალვა ნათელაშვილი

✅„იქამდე მივიდა საქმე, რომ ბრუკლინში ქუთაისელების ბირჟა ცალკეა და სამტრედიელების ცალკე“ - ნათელაშვილი (ვიდეო)

✅„ძლივს გვეღირსა საარჩევნო კომისიის წევრი და ისიც აღარ გვეყოლება“ - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)