მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს“ - ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო

„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება“, - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები:

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.

ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.

გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.ინფორმაციისთვის, 28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔴 „გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით“

🔴 „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

🔴 „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოჭრა საქართველოს“

🔴 „აშშ გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ - საელჩოს განცხადება