პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი
ლიეტუვის პრეზიდენტს
შეხვდა
1623404337
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

მათი თქმით, საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის.

ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას.

COVID19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხილულ იქნა შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატოს მომავალ სამიტზე, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაციაში აისახება ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო. გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პრეზიდენტის კაბინეტის მთავარი მრჩეველი იევა ულჩიცკაიტე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სკირმანტე სტრაიგიენე, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში რამინტა სტანაიტიტე-ჩესნულიენე, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

1624204204
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნი...

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.