მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერ-მინისტრს უნდა ემოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, მისი ნაბიჯები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს დაემთხვა - გიორგი ვოლსკი გახარიაზე

ვოლსკი პარლამენტში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„როდესაც კრიტიკული მომენტი იყო საქართველოსთვის და როდესაც „ნაცმოძრაობის“ იდეა იყო, რომ დაეანონსებინა საქართველოში სახელისუფლებო სტრუქტურების ჩამოშლა და შემდეგ ამას მოჰყვებოდა გარკვეული მძიმე პროცესების განვითარება, სწორედ ამ მომენტში პრემიერ-მინისტრს უნდა ემოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, მისი ნაბიჯები დაემთხვა ინტერესებს, რომელიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.