პოლიტიკა

პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი
ამერიკის სახელმწიფო
მდივნის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელს
შეხვდა
1623409693
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო.

მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1624445158

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტს პარლამენტი მუხლობრივად მეორე დღეა იხილავს.

1624443658

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

1624443563

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს თუ რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე.

1624443286
საქართველოს ბანკში ფულად
გზავნილებზე
განსაკუთრებული კურსია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთ...

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

პაკისტანში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვე...

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„ბადრი ესებუა საქართველოშია, მას ქვეყანა...

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ბადრი ესებუას ძებნის საკითხზე. ეს ჩვენთვის ღირსების თემაა ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს...

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.