მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას: განგებამ განსაზღვრა ჩვენი მეზობლობა, გაგვიმართლა, რომ ასეთი მეგობრები ვართ

პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე

„განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთობლივი პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ორ ქვეყანას აძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ერთობლივი პროექტები განხორციელდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩემი შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად. მანამდე ვიყავი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში.

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან.

ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. განვიხილეთ კიდევ ერთხელ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობას და მეგობრობას.

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ერთად, რა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის 5 მაისს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „აზერბაიჯანთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს სტრატეგიული პარტნიორობა ახალ იმპულსს შეიძენს“ - ზალკალიანი

🔴 „ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა მრავალწლიან კეთილმეზობლობასა და მეგობრობის ისტორიას ემყარება“ - ალიევი ღარიბაშვილს

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა