პოლიტიკა

პრემიერი დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნაზე: მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს

ბატონმა ბიძინა
ივანიშვილმა, გააკეთა
სრულყოფილი შეფასება და
მან დაარქვა ყველაფერს
თავისი სახელი
1623863552
დაკოპირებულია

„მე მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძემ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ევროპული ხელწერა და სტანდარტი შემოიტანა.

„ვუყურებთ რა, ამ განახლებულ 9 მარტისა და დედაენის პარკებს, არ შემიძლია ემოციებით არ გადმოვცე ის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. კახამ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რომელიც არის ნამდვილად ევროპული. მან, თავისი შრომით, თავისი ნიჭიერებით, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენს დედაქალაქში, ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, ბევრი რეკრეაციული სივრცე მოაწყო და აჩუქა ჩვენს ქალაქს. მადლობა მას ამისთვის, მადლობა კახა. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, თქვენ უყურებთ, ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი იმისა, თუ როგორ ვითარდება, როგორ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ამაშიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, პირადად კახას ხედვა, მისი უნარები და მისი გუნდის. მე ვიცი, რომ მას აქვს ძალიან ბევრი პროექტი დაგეგმილი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, გამწვანების, ეკოლოგიის მიმართულებით. მე მინდა, მას წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს!“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869
სროლა პენტაგონის
მახლობლად  სატრანზიტო
ცენტრში

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.