მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

„დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია და ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა“, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება. 

მისი თქმით, ნიკა მელია კრიმინალია და ეს სასამართლომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე უკვე დაადგინა.

„ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს სასჯელი მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ ის არის დამნაშავე ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. მეორე საქმე, რომელზეც ახლა ის პოლიციამ მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, უკავშირდება ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს, მათ ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციისა და სასამართლოს კანონიერ მოთხოვნას.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბრიტანეთის ელჩი: ნაციონალური მოძრაობის ოფისში მომხდარი სცენებით ვარ შეძრული

დიმიტრი ხუნდაძე: პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა, რადგან პრაქტიკულად არ არიან დაშავებულები

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციისას 21 პირი დააკავეს