პოლიტიკა

„პრემიერი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო კანონი“ - ღარიბაშვილი გახარიაზე

ირაკლი ღარიბაშვილი
1623237317
დაკოპირებულია

„ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, რომლის ანალოგიც ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნება, როცა პრემიერი გადადგა იმის, გამო რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ჩვენ მოვისმინეთ მისგან რომ მომეტებული საფრთხე და რისკი იყო“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია კრიზისის დროს გუნდის გვერდით უნდა ყოფილიყო და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო.

„მე მინდა ძალიან მარტივი შეფასება გავაკეთო და როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მას ეს უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპერაციიის დროს არსებობს რისკები.

ჩვენი პოლიციელები მიდიან რისკზე და მით უმეტეს ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ არანაირი შეიარაღებული დაპირისპირება არ იყო მოსალოდნელი. იქ იყვნენ ჟურნალისტებიც, პოლიტიკოსებიც, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იქ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო. მაგრამ მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო და მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი. ჩემი შეფასებით, კრიზისის დროს, როგორც ლიდერს მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია მშვიდობიანად ჩატარდა.

როგორც მან აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას ქმედება თავისი წერილით სრულყოფილად შეაფასა და მას ვერაფერს დაამატებს.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას წერილით გამოეხმაურა, რომელშიც გიორგი გახარიას გუნდისა და სახელმწიფოს მოღალატე უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ გახარიას ქმედებებმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია - ბიძინა ივანიშვილი

⭕ გახარია კობახიძის ბარალდებებს პასუხობს (ვიდეო)

⭕ მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

1632155118

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

1632153245

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაკის რაიონში საერთო ოპოზიციური კანდიდატის ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

1632153150

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის აინტერესებს, ვისი გაკეთებულია.

1632151070
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლ...

„როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელს.

1632146184
5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინა...

კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და ის კარგ იმუნურ რეაქციას და ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს. ამის შესახებ CNN იუწყება.

აშშ-ში მაღაზიაში გასაყიდი ქათმების 99%-შ...

აშშ-ში ჰუმანური ლიგის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაღაზიებში გასაყიდი ქათმების 99%-ს ფრინველის კუნთის დაავადება აქვს, რომელიც „თეთრი ზოლების“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

არ მესმის ქარდავას მხარდამჭერთა მესიჯები...

„ქარდავას ექსტრადირება რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი იყო, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს იყო სამართლებრივი აქტი და არა პოლიტიკური, როგორც ამას მისი გარემოცვა ამბობს. არ მესმის ქარდავას მხარდამჭერთა მესიჯები, რომლებიც პირდაპირ ვიტყვი, რომ მწამებლის გმირად შერაცხვას ცდილობენ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ვარაუდებით“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.