მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: გერმანიაშიც იქნება ფრენები და ამსტერდამშიც, როცა ეს საჭირო იქნება

საქართველოს პრემიერი 2020

"გუშინ გქონდათ ჟრიამული და აცხადებდით, რომ საქართველო ამბობს პანდემიას გავუმკლავდითო და უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო, გარწმუნებთ შეგვიყვანენ. საქართველოში ფრენები არა მხოლოდ ერვოკავშირთან ხორციელდება. ჩვენ ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკოპმანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს და უკვე 1-ლი ივლისიდან კონკრეტულ დედაქალაქებში რეისები გაიხსნება",- ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვას, რომელიც საერთაშორისო საზღვრების გახსნის ივლისის ბოლომდე აგადავადებას ეხება.

პრემიერის თქმით, მართვის ნაწილში, მთვარობისთვის ბევრად მარტივია კონკრეტულ ავიოაკომპანიასა და პარტნიორებს კონკრეტული ავიარეისების დანიშვნაზე მოელაპარაკოს.

"არავინ არაფრით დაზარალდება. გერმანიაშიც იქნება ფრენები და ამსტერდამშიც, როცა ეს საჭირო იქნება",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.