პოლიტიკა

პრემიერი: მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს

პრემიერმა ჯანდაცვის
სექტორის
წარმომადგენლებთან
ვაქცინაციის კიდევ უფრო
სწრაფად წარმართვისთვის
საჭირო ღონისძიებები
განიხილა
1627629935
დაკოპირებულია

„ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე როგორც ყველა სფერომ, განათლების სფერომაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი ღირებულებები განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების განვითარების გრძელვადიან ხედვას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ 10 წლიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობა და პრაქტიკულად, პირველი დოკუმენტი არის უკვე მზად.

მე მინდა ძალიან მოკლედ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად განათლების და მეცნიერების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი შვილებისთვის. როგორც მოგეხსენებათ და ეს ფართოდ არის ცნობილი ყველასთვის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე როგორც ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა ითქვას, ნგრევა, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაზიანდა და ზოგადად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ მთლიანად ამ სისტემას.

მაშინ, როცა ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ერი, ყოველთვის ვითვლებოდით და ასე იყო ეს, ფართოდ აღიარებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული საზოგადოება იყო ჩვენს ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კატაკლიზმების შედეგად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას, როგორც ერთ მთლიან და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა აღნიშნული. ყველაფერი უკავშირდება განათლებას და მეცნიერების განვითარებას.

ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია სწორედ განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632048934

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632047638

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978
მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას ოჯა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632033961
522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033526
43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 1 954 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.