მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: პარლამენტს მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ

პრემიერი პარლამენტში 2020

„ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერი აქვე დასძენს, რომ პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას მას ოპოზიციის მხრიდან შინაარსობრივად დასმული კითხვა სამწუხაროდ არ ახსოვს.

„გვარების მიხედვით გავყვები, როგორც ოპოზიციის, ისე ყველა დეპუტატის და ამის შეფასებას მივანდობ მოქალაქეებს, ტელემაყურებლებს, ერთადერთი თხოვნით - ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება და დღევანდელმა მოსმენამაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი უკვე, ფაქტორივად, შესულია საარჩევნო პროცესში და ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები შესაბამის და ზუსტ დასკვნებს გააკეთებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა.