მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრი 2020 ნოემბერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 21 ნოემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

პრემიერის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩევლების გადაწყვეტილება და ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში გადაინაცვლონ.

„რა თქმა უნდა ეს არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესები რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ფორმალურ-სამართლებრივ პოლიტიკურ პლათფორმებზე.

საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს, როდესაც პანდემიის პირობებში არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში, იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იბრძოლონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, თითოეული პოლიტიკური პარტია და დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას, შესაბამისად მოიქცევა ისე, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური პროცესი ხელს შეუწყობს ისეთ გამოწვევებთან ეფექტურ ბრძოლას, როგორიცაა გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგიონალური გამოწვევები.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔵 ზურაბ ჯაფარიძე: რიკერისგან იყო შემოთავაზება, რომ ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით გავაგრძელოთ

🔵 ვაშაძე: ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს ესმის, როგორი ღრმა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში

🔵 ინაშვილი: პომპეოს მოადგილესთან ვთქვი, აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები