მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარი დასჭირდება

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

„სერიოზულ სტიქიასთან გვაქვს საქმე. 4 სოფელთან დროებით აღდგენილია კომუნიკაცია, დარჩენილია 8 სოფელი. ორშაბათამდე კიდევ ორ სოფელთან აღდგება კავშირი. თუმცა ისეთ სოფლებთან როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, იმდენად დიდი დაზიანებაა, რომ მათთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერი-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭის 12 სოფელში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ელექტრომომარაგების პრობლემას, პრემიერის თქმით, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადაიჭრება.

„ვესაუბრეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს და როგორც გვითრეს, ერთ კვირაში შესაძლებელი იქნება აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, სტიქიის ზონაში ყველა საჭირო ტექნიკა, ასევე ვერტმფრენებია მობილიზებული

„მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენას 30 მლნ, ხოლო სტიქიის შედეგების სრულად აღმოფხვრას შესაძლოა 50 მლნ ლარი დასჭირდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა. სტიქიამ 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. მათ ნაწილთან კომუნიკაცია უკვე აღდგენილია. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.