მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: საქართველოს შესაძლებლობა აქვს, კოვიდ-19-სგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს

გახარია სხდომაზე

მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, რომ კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს.

როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ტურიზმის აღდგენისთვის აუციელებლია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონტროლის წერტილი და პირველ რიგში ეს არის საზღვრები.

"საქართველოს შესაძლებლობა აქვს გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს შეიძლება იყოს წყლატუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და ბორჯომი. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი შემომსვლელი თითეული ადამიანის", - განაცხადა გახარიამ.