მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: საქართველოსა და აზერბაიჯანის ძმობას არაფერი ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

„პოლიტიკური კუთხით საქართველოს, რა თქმა უნდა, პრობლემა არ ექნება. ჩვენს მოვალეობებს, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად ვასრულებთ. ეს არის მხლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია, რაც საყურადღებო იქნება მხოლოდ მაშინ, როცა საკითხი ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი იქნება. აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და უფრო მეტიც, ძმობას, არაფერი ემუქრება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული მასალის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციის თანახმად, საქართველო სომხეთს სერბეთიდან სამხედრო მასალის ტრანსპორტირებაში დაეხმარა.

მისი თქმით, ინტერნეტ გამოცემა, რომელსაც აღნიშნული სტატია ეკუთვნის, სერიოზული განხილვის თემა არ უნდა გახდეს.

„შეუძლებელია, რომ უმაღლესი ხარიხსხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ, ესეც ეჭვებს აჩენს“,- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო პოლიტიკის მიზანი რეგიონში სტაბილურობის დაცვაა.

აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ 12 ივლისის საზღვრიპირა რეგიონებში კონფლიქტის დაწყებამდე, საქართველო სომხეთს შეიარაღების ტრანსპორტირებაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მას 2008 წლის ომის დროს, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოსთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.