მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: შევქმენით საფუძველი იმისთვის, რომ მელია საპატიმროში არ დარჩენილიყო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები

„დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, ახლა ჯერი ოპოზიციის ქმედებაზეა“,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად, დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი და მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, მე მგონი პასუხი გაცემულია კითხვაზე, შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ბედნიერი და ამაყი ვარ, შედეგი სახეზეა და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია“ - პრემიერი