პოლიტიკა

„პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ეხება“ - პრემიერი

პრემიერი თურქეთის
პრეზიდენტთან
1622573001
დაკოპირებულია

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან. ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს.

„მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს.

ასევე განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სტრატეგიული დონის საბჭოს შემდეგი შეხვედრა წელსვე გაიმართება, რომელზეც განვიხილავთ უკვე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე დავისახეთ მიზნად, რომ სავაჭრო ბრუნვა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, სავაჭრო ბრუნვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა და ბრუნვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სხვა საკითხები.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის და ქვეყნის მისწრაფების მხარდაჭერისა - გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება დღევანდელი დღის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურს, ენერგეტიკულს, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას ეხება. ჩვენ ასევე სამმხრივი ფორმატის საკითხებიც განვიხილეთ. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანთან ძალიან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან ინტენსიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.