მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრების მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებია.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები მივლენ.

შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

ამავე საკითხზე პრეზიდენტს თავისი პოზიცია უკვე წარუდგინა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილს 5 მაისს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.