პოლიტიკა

პრეზიდენტი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი 2020
წელი
1632640624
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 სექტემბერს, ინვალიდების სასახლეში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელზეც პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვრის შთამომავლებს მიმართავს.

„ღონისძიებაზე საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მუზეუმს და სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს ვიცეპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ბიუსტები გადაეცემა, რომელიც ქართველმა მოქანდაკემ გურამ ნიკოლაძემ შექმნა.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ქართული დიასპორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოებს და სახელმწიფო ჯილდოებს მის შთამომავლებს გადასცემს.

იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა საფრანგეთისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.