მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინთან ხომ გინდათ შერიგება და ამ თქვენს სისხლს და ხორცს რანაირად ვერ ურიგდებით?“- გუბაზ სანიკიძე მიხეილ საკაშვილზე (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძე

„ისტორიას ქმნიან იდეალისტები და ერთ-ერთი იდეალისტი ზის ციხეში და შიმშილობს“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის, პოლიტიკური შერიგება მოხდა, რადგან ქვეყანას ასე სჭირდებოდა.

„როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ერთმანეთს კი არ ვაპატიეთ, ეს იყო პოლიტიკური უნია, რა არის ეს? როცა იღებ ერთმანეთის წმინდანებსაც და ცოდვებსაც, უცოდველები არ გავმხდარვართ არცერთი. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცებზე უარი ვთქვით, ჩვენი ცოდვებით ვართ მოკავშირეები, ამიტომ თქვენც უნდა გაერკვიოთ ყველა, ვინც სხვანაირად ფიქრობთ.

სააკაშვილთან პოლიტიკური ბმა იმიტომ კი არ მაქვს, რომ მოყვრობას ვაპირებ მასთან, ეს ქვეყნიდან გამომდინარეა, როცა პოლიტიკაში ვიყავი, უნდა ვთქვა, ზედმეტი თავმდაბლობაც არ ვარგა, სააკაშვილი არ იყო ამ საქმეში, მე რომ ვიყავი და როცა დამოუკიდებლობის აქტზე ხელს ვაწერდი.

საკუთარ თავს იმიტომ გადავახტით ორივე, რომ ხშირად ერთმანეთთან ურთიერთობის წითელი ხაზებიც გადაგვილახია, მაგრამ აქ დავრდომილ ქვეყანაზეა საუბარი.

წითელ ინტელიგენციას მივმართავ ახლა, ძვირფასო მეგობრებო, პუტინთან ხომ გინდათ შერიგება და ამ თქვენს სისხლს და ხორცს რანაირად ვერ ურიგდებით? რანაირად, მრუდედ ცხოვრობთ? „ინწელიგენცია“ და „პუწინის“ მომხრეები ხომ ხართ? - გაგანია მეხუთე კოლონა ხართ.

სააკაშვილში ვხედავ იმ პერსონას, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ მოუტანოს ქვეყანას. ყველამ დაიწყო თავისი საცხოვრისის დალაგება და ჩვენ სად ვართ ხალხო? ისტორიას არ ქმნიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყანას მართავენ, ისტორიას ქმნიან იდეალისტები და ერთ-ერთი იდეალისტი ზის ციხეში და შიმშილობს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅კონსილიუმის დასკვნა: ყველა ერთად შევთანხმდით, რომ სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია მოხდება

✅კონსილიუმის წევრმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს

✅„შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია“ - სააკაშვილი