მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის ამ ბანერზე? უხამსობა, პორნოგრაფია თუ რა ხდება ამისთანა? - თეა წულუკიანი (ვიდეო)

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი Pia.ge

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე ისაუბრა. წულუკიანმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - მოსწონს თუ არა ეს ბანერი, ჟურნალისტის მხრიდან კეკლუცობა უწოდა.

„ძალიანაც კარგია, რომ ეს ბანერები არის, მასში განსაკუთრებული არაფერია. დავრწმუნდი და მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული. ესენი არ უნდა დაგვავიწყდეს. რა არის ამ ბანერზე? - უხამსობა, პორნოგრაფია, თუ რა ხდება ამ ბანერზე ამისთანა? - ყველას ჰყავს შვილი, ერთმანეთის შვილები თუ უნდა დავიცვათ, უნდა მოვიქცეთ წესიერად. ეს ადამიანები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები ვერ გაექცევიან ამ წარსულს, ამიტომ ნუ ვიკეკლუცებთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ვაქცინაციის შესახებ მოწოდებების ბანერების ადგილას ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები დაამონტაჟეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე“ - NCDC ბანერებთან დაკავშირებით კომპანია „ალმას“ პასუხობს

„მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები!“ - მამუკა ხაზარაძე