მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა გააკეთეთ როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ“ - ელისაშვილი ლაშა ხუციშვილს

პარტია „მოქალაქების“ თავმჯდომარე

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, რა გააკეთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობას ქამრები შემოეჭირა.

ელისაშვილის თქვით, ფინანსთა მინისტრია სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამრები.

„სიმართლე გითხრათ ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, რომ ერთხელ არ ახსენეთ ამ 1 წლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ, ერთხელ არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა.

აქამდე თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო“. წესით თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც უნდა შემოუჭიროს ქამრები. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს ქამარი და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე ეს დაზოგილი თანხა. კონკრეტული ციფრები რომ გვითხრათ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა“- ალეკო ელისაშვილი

✔️ ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 კითხვით მიმართავს

✔️ „ეს არის ამბიციური და საშვილიშვილოდ ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა“- ალეკო ელისაშვილი