მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რას აკეთებთ აქ? რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს?“ - სალომე სამადაშვილი პარლამენტარებს

სალომე სამადაშვილი

„მაინტერესებს 26 მაისს რომ აღვნიშნავთ თქვენი აზრით, ჩვენს წინაპრებს როგორი წარმოედგინა ეს ჩვენი სახელმწიფო? საქართველო - ქართველების გარეშე? უნდა გაიქცეს ამ ქვეყნიდან ყველა ვისაც გადარჩენა უნდა?“- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მან პლენარულ სხდომაზე ისაუბრა საზოგადოებისათვის პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ ქართველთა ყოფა, „რიონის მცველების“ აქცია, ჭიათურასა და ბორჯომში არსებული ვითარება და ზოგადად პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე ქართველი ხალხის წინაშე.

„ხვალ არის 26 მაისი და ჩვენ ამ დღეს 30 წელია აღვნიშნავთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ოღონდ ხვალინდელ დღეზე რომ ვფიქრობ, ერთი შეკითხვა მაქვს - რანაირ სახელმწიფოში ვხვდებით ამ დღეს? აი იმ ქვეყანაში, რომელიც გვესმის ხოლმე რომ არსებობს, წარმოსახვით სახელმწიფოში? თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს უკლებლივ ყველა მოქალაქე, ვინც აი აქ თქვენს შორის არ ზის? მეორე, მესამე კვირაა აქ ვზივარ და მე მგონია, რომ პარალელურ სამყაროში ცხოვრობთ ძვირფასო კოლეგებო და არ იცით რა ხდება ქუჩაში.

არ იცით სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, არ იცით რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვისმენ თქვენს ოდიოზურ „სადღეგრძელოებს“, რომელიც შეურაცხმყოფელია ჩვენი მოქალაქეებისათვის.

მინდა შეგახსენოთ რეალურად რა ხდება, სად ცხოვრობთ? სად ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეები? და თქვენ რას წარმოადგენთ? და რატომ არის ქვეყანაში ორი საქართველო.

ეს არის საქართველო დღეს რომელიც აქ სხედხართ და მეორე, სადაც ცხოვრობს უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე. ამ ორ საქართველოში რეალურად სრულიად სხვადასხვა რამ ხდება. ერთი, რაც ხდება ჭიათურაში, ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. ეს ჩვენი თანამოქალაქეები რომლებიც, ჩამოვიდნენ თბილისში, იმიტომ რომ ვერ მიიღეს პასუხი ვერც ერთ შეკითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას და დასცინის დღეს მათ თქვენი პრემიერ-მინისტრი და „ბნელებს“ ეძახის. იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს ეს საქართველო თქვენგან ითხოვს პასუხს.

ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში. მე მაინტერესებს სად არის პარლამენტის ეკონომიკის შესაბამისი კომიტეტი? რატომ არ იწვევს მაგალითად მოსმენაზე ქალბატონ თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრს? რატომ არ სცემს პასუხს იმ შეკითხვებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან ლეგიტიმურად აქვთ.

რას აკეთებთ აქ? და რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს? ის ხალხი, რომელიც, სხვათა შორის,ასევე იხდის ხელფასს მაგალითად ეროვნული დასაქმების სააგენტოსი, რომელმაც 2 წელიწადში დახარჯა 400 მილიონი ლარი და 1096 ადამიანი დაუსაქმებია, 3050 ლარი გვაქვს თურმე დახარჯული ერთი ადამიანის დასაქმებაზე.

ოღონდ იგივე სააგენტო ვერ იცლის, რომ მონური შრომისთვის რომ გაისტუმრეთ ხალხი ევროპაში, თქვენმა უფროსმა ივანიშვილმა რომ ბრძანა ხალხი აქ სამსახურს ვერ იშოვისო, ყურადღებას რომ არ აქცევთ და ადამიანებად, რომ არ თვლით მათ თქვენი საკონსულო სამსახურიდან დაწყებული და დასაქმების სააგენტოთი დამთავრებული, აი ეს ხალხი ხარჯავს ქართველების ჯიბიდან ამოღებულ ასობით მილიონ ფულს და რაში არავინ არ იცის.

არ მესმის რატომ არ გაინტერესებთ, რომ მოიწვიოთ მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასაქმების ეროვნული სააგენტო და გაიგოთ ეს ხალხი გერმანიაში გაჭირვებაში რომ არის ჩავარდნილი ვინ არის მათი პატრონი? ისინი არ არიან თქვენი თანამოქალაქეები? - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„როგორ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყავით?“ - ვაშაძე უმრავლესობას

✅„ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც, რომ არ დაზიანდეს შეთანხმება“ - ლევან იოსელიანი